მსოფლიო ლიდერები საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს უსამძიმრებენ

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაღუპულების გამო, საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს მსოფლიო ლიდერები უსამძიმრებენ.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა შესაბამისი განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

სამძიმრის წერილი გაავრცელეს ესტონეთისა და  ლატვიის საგარეო საქმეთა სამინსიტროებმაც. მომხდარის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვეს თურქეთისა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებმა. “ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ქართველ ხალხს“- წერს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა ავღანეთის მთავრობამაც. მომხდარის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ორშაბათს ქვეყნის მასშტაბით სახელმწიფო დროშები დაეშვება.