მსოფლიო ლიდერები კლიმატურ კონფერენციაზე 

საგანგაშო მონაცემი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა.

კლიმატური ცვლილებების გამო აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში ათობით მილიონი ადამიანი შიმშილის პირასაა. ორგანიზაცია „სეივ ზი ჩილდრენის“ ცნობით, წყალდიდობების, მეწყერების, გვალვებისა და ციკლონების შედეგად  სურსათის უკმარისობის გამო 33 მილიონი ადამიანი ამ დროისთვის უმძიმეს მდგომარეობაშია, მათი უმრავლესობა ბავშვია. შემზარავი სტატისტიკა ორგანიზაციამ მადრიდში მიმდინარე გაერო-ს კლიმატური კონფერენციის მონაწილეებს გააცნო. შეხვედრაზე პლანეტის კლიმატური ცვლილებებისგან გადარჩენის და გლობალური დათბობის შეჩერების გზებს ეძებენ. კონფერენციის მონაწილე მსოფლიო ლიდერთა უმრავლესობა თანხმდება, რომ ინდუსტრიული და ტექნოლოგიური რევოლუციის შემდეგ მსოფლიოს მწვანე რევოლუცია სჭირდება.