მსოფლიო ლიდერები კიევში

რუსეთის აგრესია, სანქციები და 2014 წელს უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოგდებული „ბოინგის“ საქმე. ეს ის საკითხებია, რომლებზეც დღეს კიევში გამართულ მოლაპარაკებებზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრეს. მარკ რუტემ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა უკრაინას, რუსეთს კი ვითარების განმუხტვისკენ მოუწოდა. ერთობლივ განცხადებაში რუტემ ასევე მხარი დაუჭირა უკრაინის უფლებას თავად აირჩიოს ალიანსები და გახდეს ნატოს წევრი.

კიევში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფი, – ჟურნალისტი ლევან ახალაია, ოპერატორი გიორგი კიკვაძე და ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე ბოლო ინფორმაციით უკრაინიდან.