მსოფლიო ლიდერები გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავს აღნიშნავენ

პანდემიამ შეცვალა გაერო-ს დღის წესრიგიც. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 75-ე წლისთავს მსოფლიო ლიდერები დღეს ერთმანეთს ვირტუალურად ულოცავენ. მეორე მსოფლიოს ომის დასრულებიდან მალევე გლობალური მშვიდობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ვიდეო-მიმართვებს წერენ, რომლებსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის დარბაზში აჩვენებენ. მთავარი თემა „კოვიდ-19“-ის პანდემიით შექმნილი გლობალური პრობლემები, ვირუსის მართვა და ამ პროცესში გაერო-ს როლია. ისმის კრიტიკული გზავნილებიც.

მაღალი დონის ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობისთვის ემზადება საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.