მსოფლიო კონგრესი თბილისში

18:48, 22.09.2026

თბილისში მსოფლიო კონგრესი HYPOGEA 2026 გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესზე, კლდეში ნაკვეთი არქიტექტურული ძეგლებისა და არქეოლოგიური მემკვიდრეობის კვლევის, დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხები იქნება განხილული. კონგრესში 15 ქვეყნის 80-მდე მეცნიერი მონაწილეობს. კონგრესი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად იმართება. მიმდინარე წელს კი – მისი მასპინძელი თბილისია. HYPOGEA 2026 თბილისში, 22-26 სექტემბერს, საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სპელეოლოგიის საერთაშორისო კავშირის მხარდაჭერით ტარდება.

მსგავსი