მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგებო სხდომა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ახალი ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის სპეციალური ზომების მისაღებად ემზადება.

ჟენევაში საგანგებო შეხვედრა მიმდინარეობს. სწორედ ამ სხდომაზე უნდა გადაწყდეს, მოუწევთ თუ არა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად შეზღუდვების ამოქმედება. მითითებებს ელოდება საქართველოც, სადაც ამ ეტაპზე დაავადების გავრცელების საფრთხე მინიმალურ დონეზეა, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. უკვე არსებობს ვირუსისგან თავდასაცავი სამუშაო გეგმა, რომელიც ხვალ ჯანდაცვის მინისტრთან უნდა შეთანხმდეს.

ჩინეთის გარდა ვირუსით დაინფიცირების ფაქტები დაფიქსირდა რამდენიმე ქვეყანაში, ასევე აშშ-ში. 450-მდე დაინფიცირებული, 17 დაღუპული, – ასეთია ბოლო მონაცემები.