მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი - რეპორტაჟი დავოსიდან

დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ევრაზიის კონტექსტში გამართულ პანელზე მამუკა ბახტაძე სიტყვით გამოდის. მან უკვე ისაუბრა საქართველოს გეოპოლიტიკურ მდებარეობასა და ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობებზე. მანამდე კი ორმხრივი შეხვედრები გაიმართა პოტენციურ ინვესტორებთან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი უმსხვილესი ჩინური კომპანია საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების პერსპექტივას განიხილავს.