მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დღეს საქართველოს პრემიერს მოუსმინეს. გამოსვლის ერთი ნაწილი ქართულ-რუსულ ურთიერთობებს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხს დაეთმო. გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა არავის, მათ შორის არც რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული. პარალელურად ქართული დელეგაცია შვეიცარიის საკურორტო ქალაქში მყოფ ცნობილ ბიზნეს-ჯგუფებთან შეხვედრებს მართავს და მათ ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალს აცნობს. უკვე გამოჩნდნენ პოტენციური ინვესტორები, რომლებიც საქართველოში კონკრეტული პროექტების დაწყებას გეგმავენ.

სანდრო ჯუფალაკიანი დავოსიდან.