მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი კალათბურთში

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მორიგ ორ შეხვედრას მიმდინარე თვეში გამართავს.

ილიას ზუროსის გუნდი 23 თებერვალს სტუმრად ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშებს, 25 თებერვალს კი თბილისის სპორტის სასახლეში გერმანიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა დღეიდან დაიწყო და მათი ღირებულება 5, 10, 15, 20 და 25 ლარი იქნება.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მიმდინარე საკვალიფიკაციოში ჯერჯერობით 2 წაგება აქვს და პირველი გამარჯვების მოლოდინშია.

ეროვნული გუნდის მატჩების პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.