პრემიერი ღარიბაშვილი დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა თურქეთში მომხდარ მიწისძვრას, საქართველოს მხრიდან გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მორიგი ტვირთი სტიქიის ზონაში ორშაბათს გაიგზავნება. ეს განცხადებები პრემიერმა ბაკურიანში გააკეთა, სადაც ის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს და ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
ნათია ქენქაძე იმყოფება ბაკურიანში და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ახლა ის დეტალურად გაგვაცნობს.