მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეები ბაკურიანში

საქართველოს სამთო კურორტი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადება.

42 ქვეყნიდან ჩამოსული 700-მდე სპორტსმენი უკვე ბაკურიანშია. ორ დღეში თხილამურებითა და სნოუბორდით თავისუფალ დაშვებაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. მოეწყო სამი ახალი საბაგირო და ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. გაიყვანეს ექვსი ახალი სათხილამურო გზაც. დელეგაციები სპეციალურად მოწყობილ სპორტსმენთა სოფელში იცხოვრებენ.