მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში

პირველი პრეცედენტი. საქართველო საერთაშორისო სპორტულ რუკაზე ინაცვლებს.

2023 წელს თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში მსოფლიო ჩემპიონატს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს. არჩევანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ გააკეთა. უკვე არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა. ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ საქართველოს ცნობადობა გაიზრდება და ჩემპიონატი ტურიზმის განვითარებასაც ხელს შეუწყობს.