მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში - მე-13 საშეჯიბრო დღე

მეცამეტე საშეჯიბრო დღე ბაკურიანში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში იმართება. საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დელეგატები მუდმივად აკვირდებიან მიმდინარე პროცესებს, როგორც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის საბჭოს წევრმა, დინ გოსპერმა განაცხადა, გასაოცარია საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა სპორტის ამ სახეობის მიმართ. დღეს კი დიდველის მთაზე გაიმართება ჰალფ ფაიფის ფინალი, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, ჩატარდება ფრისკი ბიგ ეარის კვალიფიკაცია, სადაც ორი ქართველი ათლეტი, ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი იასპარეზებს.