მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

ბაკურიანში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. დღეს დიდველზე სნოუბორდის პარალელური სლალომი გაიმართება. კვალიფიკაციაში 18 ქვეყნის 88 სპორტსმენი მიღებს მონაწილეობას, მათ შორისაა რევაზ ნაზღაიძე. ასევე გაიმართება ვარჯიშები შემდეგ სახეობებში – სნოუბორდი, სლოუფსთაილი, რომელშიც 22 ქვეყნის 85 სპორტსმენი ჩაერთვება, თხილამურები სლოუფსტაილი – 21 ქვეყნის – 71 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.  ამ სახეობაში ორი ქართველი სპორტსმენი ასპარეზებს – ლუკა ჩოფიკაშვილი და ბუთა ელოშვილი. სკი კროსში – კი ჯამში,  14 ქვეყნის 64 სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის, დავით თედიაშვილი, ბექა ბერძენიშვილი, ლაშა კურტანიძე.