მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი ბაკურიანშია.

ხვალ სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი იხსნება. უკვე მოწყობილია სპორტული სოფელი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაციები განთავსდებიან. პარალელურად სპორტსმენები ჩემპიონატისთვის მოწყობილ სათხილამურო გზებს ამოწმებენ. კოხტა და დიდველი ფრისტაილის, სნოუბორდის და ფრისკის მოყვარულების ყურადღების ცენტრში 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იქნება. ისტორიაში პირველად, ქართული ზამთრის კურორტი პლანეტის საუკეთესო სპორტსმენებს უმასპინძლებს და გამარჯვებულებს შვიდ დისციპლინაში გამოავლენს. გახსნის ცერემონიალს პირველი არხი ხვალ, საღამოს ექვსი საათიდან პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

„მოამბე“ ბაკურიანიდან, – ლევან ღუდუშაური გააშუქებს საქართველოში დაგეგმილ პირველ მსოფლიო ჩემპიონატს.