მსოფლიო ჩემპიონატი ბაკურიანში

ორი დღე რჩება ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე.

თითქმის ორი კვირაა, ბაკურიანი მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას მასპინძლობს. საქართველოს სამთო კურორტზე 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი 7 დისციპლინაში ასპარეზობს. დღეს მედლები სნოუბორდ-ჰალფაიფში გათამაშდა.