მსოფლიო ჩემპიონატი „ბაკურიანი 2023“

ბაკურიანში ფრისტაილის, სნოუბორდისა და ფრისკის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს მედლების სამი კომპლექტი გათამაშდა გუნდურ აირეალში და პარალელურ გიგანტურ სლალომში. საკვალიფიკაციო ეტაპში რევაზ ნაზღაიძემ მონაწილეობდა, რომელიც პარალელურ გიგანტურ სლალომში საუკეთესო 32 სპორტსმენში ვერ მოხვდა. ამ დისციპლინაში მამაკაცებში გამარჯვებული პოლონელი ოსკარ კვიატოვსკი გახდა, ხოლო ქალებში – 19 წლის იაპონელი მიკი ტუბაკი. გუნდურ აირეალში ოქროს მედლები ამერიკის ნაკრებმა მოიპოვა. მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება – შეჯიბრების პირდაპირ ტელერეპორტაჟებს პირველი არხი გთავაზობთ.