მსოფლიო ბანკის რეგიონული ფორუმი 

21:35, 01.10.2026

შუა დერეფანის მნიშვნელობაა მთავარი საკითხი რაც საქართველოში მიმდინარე, მსოფლიო ბანკის ფორუმის ფარგლებში განიხილება. გლობალურ ღონისძიებას  საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და თურქეთის ხელისუფლებისა და კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან  და შუა დერეფნის სრული ეკონომიკური პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობებს განიხილავენ. ფორუმზე მსოფლიო ბანკის ფლაგმანური ანგარიშის – „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. პუბლიკაცია, შუა დერეფნის სავაჭრო ნაკადების, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკის ეფექტიანობის და დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით არსებული გამოწვევების ყოვლისმომცველი შეფასებაა. ანგარიშის მიხედვით, შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, გახდეს ვაჭრობის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის და რეგიონული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა აზიასა და ევროპას შორის, მაგრამ მისი სამომავლო წარმატება, დამოკიდებული იქნება არა მარტო ახალი ინფრასტრუქტურის აშენებაზე, არამედ დერეფნის ეფექტიანობის ამაღლებაზეც. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო როლი შუა დერეფნის მარშრუტში.

 

მსგავსი