მსოფლიო ბანკის ციფრული პროგრამა

მსოფლიო ბანკის მიერ საქართველოს ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის ფარგლებში, 1000 სოფელი მაღალი ხარისხის ინტერნეტს დაუკავშირდება. ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ, 35.7 მლნ. ევროს მოცულობის დაფინანსება გამოყო. „ლოგ-ინ-ჯორჯია“ –  ასე ჰქვია პროექტს, რომლის მიზანიც, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობაა. პროექტი უნდა განხორციელდეს არამეწარმე, არაკომერციული იურუდიული პირის „ოუფენ-ნეთის“ მიერ, ხუთი წლის განმავლობაში, კომუნიკაციების კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.