მსოფლიო ბანკის ანგარიში

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 4,8 პროცენტით შემცირდება, ხოლო 2021 წელს,  4%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ პანდემიის გამო მიღებული ფისკალური ზომები, მომდევნო წლებში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სამ პროცენტს უტოლდება. ეს მოიცავს დამატებით სამედიცინო ხარჯებს, ტურიზმის სექტორის დახმარებას, დამატებითი ღირებულების გადასახადის დაბრუნებას, დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვის გადასახადებზე დაწესებულ მორატორიუმს და კომუნალური გადასახდების  დაფარვას – ნათქვამია ანგარიშში.

დატოვე კომენტარი