მსოფლიო ბანკის ანგარიში

18:40, 15.01.2026

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5 %-ით გაიზრდება. მსოფლიო ბანკმა ახალი ანგარიში გამოაქვეყნა – „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები 2026,“ რომლის თანახმადაც, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 5.5 %-ით გაიზრდება. ეს მაჩვენებელი 2025 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 0.5 %-ით არის გაზრდილი. 2027 წელს კი – მსოფლიო ბანკი საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 5.0 %-იან ზრდას პროგნოზირებს. 2026 წელს მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველო რეგიონის ყველა ქვეყანას უსწრებს.

მსგავსი