მსოფლიო ბანკის ანგარიში
„საქართველო – მაღალი შემოსავლისკენ ზრდა“ – ამ სახელწოდებით, მსოფლიო ბანკმა თბილისში ღონისძიება გამართა, რასაც ეკონომიკური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. რა პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს საქართველომ იმისთვის, რომ საშუალო შემოსავლიანი ქვეყნიდან გადაინაცვლოს მაღალშემოსავლიანი ქვეყნების რიგებში, – როგორც მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ ამისთვის არსებობს ერთადერთი გზა – ქვეყანამ მოიზიდოს ინვესტიციები, დანერგოს თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციები.