მსოფლიო ბანკის ანგარიში

მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება გამოაქვეყნა. ანგარიში სახელწოდებით „საქართველო: რეფორმების იმპულსის შესანარჩუნებლად“ წარმოგვიდგენს ანალიზს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა და იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც საჭიროა სიღარიბის დაძლევისა და საერთო კეთილდღეობისთვის. აღინიშნა, რომ სისტემატური დიაგნოსტიკური კვლევის განახლება საქართველოსთვის მკაფიო პრიორიტეტებს განსაზღვრავს, ესენია განათლების ხარისხის გაძლიერება, მიწით სარგებლობის გაუმჯობესება, კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაცია და შოკებისადმი მედეგობის ამაღლება. ანგარიშის თანახმად, სწრაფად ცვალებად საგარეო პირობებში, საქართველომ მდგრადობა გამოავლინა, რაც მნიშვნელოვანწილად ჯანსაღი მაკროეკონომიკური მართვის შედეგია.