მსოფლიო ბანკის ანგარიში

18:23, 30.09.2026

მსოფლიო ბანკი განახლებულ ანგარიშს „ინტეგრაცია: მსოფლიო დონის სავაჭრო ლოგისტიკა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის გასწვრივ“ აქვეყნებს. მასში აღნიშნულია, რომ „შუა დერეფნის“ განვითარება, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს, ეკონომიკის ზრდის, სრულიად ახალ შესაძლებლობას აძლევს. ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს. ანგარიშში საუბარია ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, სადაც აღნიშნულია, რომ პორტს შესაძლებლობა ექნება, შავი ზღვის მიმართულებით მოძრავი უდიდესი გემები მიიღოს. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ანაკლიის პორტი „ლენდლორდის“ მოდელით ვითარდება, რაც პორტის მართვის საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას შეესაბამება.

მსგავსი