მსოფლიო ბანკის ანგარიში

15:14, 29.09.2026

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, შუა დერეფნის განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკას დამატებით 3.61%-ით გაზრდის. ანგარიში მიუთითებს, რომ განვითარებად ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში, რომელიც ასევე ცნობილია როგორც შუა დერეფანი, სტრატეგიულმა ინვესტიციებმა შესაძლოა, 2040 წლისთვის დერეფნის გასწვრივ სავაჭრო მოცულობები სამჯერ მეტად გაზარდოს, ტრანზიტის დრო გაანახევროს, მშპ 3.3%-ით გაზარდოს და დამატებით ორი მილიონი სამუშაო ადგილი შექმნას. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნული შედეგები შესაძლებელი გახდება სატრანსპორტო ბარიერების შემცირების, მიწოდების ჯაჭვების საიმედოობის გაუმჯობესებისა და ბაზრებზე წვდომის გაფართოების შედეგად დერეფნის გასწვრივ მდებარე ცხრა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.

მსგავსი