მსოფლიო 2018 წლის დასახვედრად ემზადება

2018 წლის დასახვედრად ემზადება მსოფლიო. ტრადიციულად, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღონისძიება ნიუ იორკში გაიმართება, სადაც ახალი წლის შემოსვლას ათასფრად განათებული ბურთის დაშვებით შეხვდებიან. თაიმს სქუერზე ახალი წლის ღამეს მილიონზე მეტ სტუმარს ელოდებიან. განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობს პოლიცია, რომელიც მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს.

მზადებაა რიო დე ჟანეიროშიც. ბრაზილიაში 2018-ს 17 წუთიანი ფეიერვერკების შოუთი შეხვდებიან. უკვე მომზადებულია 25 ტონა პიროტექნიკა. ხელისუფლება ვარაუდობს, რომ კოპაკაბანას სანაპიროზე ახალ წელს 2 მილიონი ადამიანი შეხვდება.

უსაფრთხოების გამკაცრებული ზომებით ხვდებიან ახალი წლის ღამეს ლონდონშიც, სადაც ადგილობრივები და ტურისტები ასევე შთამბეჭდავ ფოიერვერკს იხილავენ.

სამზადისი დასასრულს უახლოვდება გერმანიაშიც. ბერლინში ათასობით ადამიანი ახალი წლის ღამეს ბრანდებურგის კარიბჭესთან შეეგებება. უსაფრთხოების ზომები ყველგან გამკაცრებულია. შეზღუდვებია დაწესებული კიოლნშიც. იქ ღამით ალკოჰოლის გაყიდვაც აკრძალეს.

დატოვე კომენტარი