მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები

თბილისში რამდენიმე მასშტაბური პროექტი იგეგმება.

დიღმის ჭალები იერსახეს შეიცვლის და ორი წლის შემდეგ იქ რეკრეაციული ზონა მოეწყობა. დედაქალაქის მთავრობის გეგმაშია სკვერების რეაბილიტაცია, ასევე ახალი გვირაბების და გზების მშენებლობა და ხიდების რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურულ პროექტებს შორის ფიროსმანის ქუჩის სარესტავრაციო სამუშაოებიც არის გათვალისწინებული.