მსჯელობა სპორტში ადამიანის უფლებების დაცვისა და კორუფციის შესახებ

თბილისის პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების სხდომას მასპინძლობს.

ღონისძიება ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, გრეგორიოს მავროტასმა და სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა გახსნეს.

დახურულ ფორმატში მონაწილეები სპორტში ადამიანის უფლებების დაცვისა და კორუფციის კუთხით არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მსჯელობენ.

გაერთიანებული შეხვედრა „ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალი 2018-ის“ ფარგლებში იმართება.