მსჯელობა სასამართლო რეფორმის შესახებ

სასტუმრო “რედისონში” სასამართლო რეფორმის შესახებ მსჯელობენ. განხილვის თემა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხზე კანონში შესატანი ცვლილებებია. მთავარი საკითხია, დაზუსტდეს, თუ  რა შემთხვევაში იწყება მოსამართლეთა დისციპლინური წესით დევნა.

გარდა ამისა, შეხვედრაზე წარდგენილია წინადადება, რომლის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობა გადაცდომის შემთხვევაში მოსამართლეების გარდა, უნდა დაიწყოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრზე, მათ შორის არამოსამართლე წევრებზე.

სანქციად კი გათვალისწინებულია როგორც დისციპლინური სახდელი, ასევე გათავისუფლება. საერთო სასამართლოების ეს წინადადება არამოსამართლე წევრების ნაწილისთვის მიუღებელია.