მსჯელობა სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებულ ვერსიაზე პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების წევრებს შეცვლილი საბიუჯეტო პარამეტრების თაობაზე ინფორმაცია ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მისი ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება 21 მლნ ლარით იზრდება, საიდანაც 17 მლნ ლარი გამოყოფილია ლონდონსა და სტრასბურგში საქართველოს საელჩოებისთვის შენობების შესყიდვისთვის. კაკაურიძე აღნიშნავს, რომ 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, საელჩოებისთვის ახალი შენობების შესყიდვა გათვალისწინებული არ არის, თუმცა საკითხზე მსჯელობა შესაძლებელია.