მსჯელობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე

12:10, 05.12.2018

საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხზე ოპოზიცია ამ წუთებში “ლეიბორისტული პარტიის” ოფისში მსჯელობს. შეხვედრას გაერთიანებული ოპოზიციის, “ევროპულ საქართველოსა” და რამდენიმე არასაპარლამენტო პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან.

მათი ნაწილის განცხადებით, არჩევნების მაჟორიტარული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა  2024 წლამდე უნდა მოხდეს. პარტიები საკუთარ ხედვებსა და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს წარმოადგენენ. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს, რადგან საარჩევნო სისტემის შეცვლა მათ ინტერესებშიც შედის.

 

მსგავსი