მსჯელობა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით

საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრების მორიგი შეხვედრა, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში შედგება.

უმრავლესობის წარმომადგენელები თანხმდებიან პრინციპს, რომლის მიხედვითაც მთავრობის დასაკომპლექტებლად მმართველ გუნდს 40 პროცენტზე მეტი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, როგორ გადანაწილდება პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების რაოდენობა. შეთანხმების მისაღწევად და შემდგომ, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად კი, სულ უფრო ცოტა დრო რჩება.