მსჯელობა საარჩევნო მოდელზე და ოპოზიციის გეგმები

კორონავირუსმა ოპოზიციის დღის წესრიგი შეცვალა.

ოთხ აპრილს დაგეგმილი აქცია, სადაც ხელისუფლების ოპონენტები სამოქმედო გეგმის გამოცხადებას აპირებდნენ, შესაძლოა გადაიდოს. დაავადებას, რომელსაც მსოფლიოს არაერთი ქვეყანა ებრძვის, საქართველოში პოლიტიკური კონტექსტიც მიეცა. ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერი ახალი ტიპის კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირებას ხელისუფლების ინტერესით ხსნის. დავის საგნად რჩება საარჩევნო მოდელიც. დიპლომატების შუამავლობით წინა კვირას გამართული სამი არაფორმალური შეხვედრის შემდეგ შეთანხმება ისევ არ არსებობს. მმართველი გუნდი მზადაა, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 40%-იან ზღვარს და

საპარლამენტო მანდატების ახლა უკვე 110-40-ზე გადანაწილების პრინციპს დათანხმდეს, თუმცა ოპოზიციის ნაწილისთვის ეს შეთავაზებაც მიუღებელია. ასეთი რადიკალური არ არის რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი.