მსჯელობა მიგრაციის საკითხებზე

საქართველო და დანია მიგრაციის საკითხებზე მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ, მათ შორის, ამ მიმართულებით განხორციელდება თემატური ვიზიტები და შეხვედრები.

საკითხზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და დანიის სამეფოს მიგრაციისა და ინტეგრაციის მინისტრი შეთანხმდნენ.

დავით ზალკალიანი ინგერ სტოიბერგს დანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

მხარეებმა ისაუბრეს მიგრაციის საკითხებზე. დანიის მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ზომებს ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევისა და თავშესაფრის მაძიებლის სტატუსის ბოროტად გამოყენების მცდელობების პრევენციის მიზნით.

ასევე, დადებითად შეფასდა საპოლიციო სფეროში საქართველოსა და დანიას შორის არსებული თანამშრომლობა.