მსჯელობა მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესახებ

12:32, 29.10.2026

ქალაქ მცხეთის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებული საკითხები, პროფესიულ საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე განიხილეს. საბჭომ კონცეფციის ტექსტისთვის რეკომენდაციები მოამზადა, რომლის მიხედვითაც კონცეფციის საბოლოო რედაქცია შემუშავდება. განახლებული დოკუმენტი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს, კულტურის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში წარედგინება. პროცესის მთავარი ამოცანაა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და ისეთი სივრცითი დაგეგმვის საფუძვლის შექმნა, რომელიც მცხეთის უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებების დაცვასა და ქალაქის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს.

მსგავსი