მსჯელობა მართლმსაჯულების რეფორმაზე

პარლამენტში სასამართლო რეფორმაზე იმსჯელეს. დისკუსიის საგანი შარლ მიშელის დოკუმენტი და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები იყო. შეხვედრას დაესწრნენ როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლები. შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, რეფორმა უნდა გატარდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა. ასევე, სასამართლო რეფორმა მოიცავს გენერალური პროკურორის არჩევის პროცედურების შეცვლას.

მოამბე