მსჯელობა დედათა და ბავშვთა უფლებებზე საქართველოში

15:24, 06.02.2018

რამდენად არის დაცული საქართველოში დედათა და ბავშვთა უფლებები. თემაზე სასაუბროდ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

აუდიენციას ჯანდაცვის და განათლების კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და მარიამ ჯაში ესწრებოდნენ.

საუბრისას მხარეებმა თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და დედა და ბავშვთა მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ფონდების მოზიდვის შესაძლებლობაზეც იმსჯელეს.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

მსგავსი