მსჯელობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტზე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტზე პირველი მოსმენით მსჯელობენ.

უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი დეპუტატებს ცვლილებების არსს აცნობს. დეპუტატის განმარტებით, კანონპროექტით სოლიდარობის სქემა იქმნება, რომელშიც მონაწილეობა სავალდებულოა ყველა დასაქმებულისთვის, ხოლო ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულისთვის. მისი თქმით, საპენსიო შენატანები გადანაწილდება 2-2 პროცენტით დამსაქმებლის, დასაქმებულისა და სახელმწიფოს მხრიდან.

დეპუტატი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცვლილებას უმრავლესობის მხარდაჭერა არ ექნება, მმართველი გუნდის დატოვებას არ გამორიცხავს.