მსჯელობა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე

უზენაეს სასამართლოში გაჩენილმა ვაკანტურმა ადგილმა აშშ-ში წინასაარჩევნოდ შიდა პოლიტიკურ დაძაბულობა კიდევ უფრო გაზარდა. დემოკრატების წინააღმდეგობის მიუხედავად, ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეს საპრეზიდენტო არჩევნებამდე აირჩევენ. კვირის ბოლომდე გაირკვევა, ვისზე შეაჩერებს დონალდ ტრამპი არჩევანს ხუთი ქალი კანდიდატიდან და ვის წარუდგენს სენატს, სადაც ტრამპის პარტია უმრავლესობითაა წარმოდგენილი. ვინ ჩაანაცვლებს სამართლიანობის სიმბოლოდ ქცეულ რუთ გინსბურგს, რომელიც 27-წლიანი სამოსამართლეო საქმიანობის შემდეგ, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ მომენტისთვის ამერიკის უზენაეს სასამართლოში ძალთა ბალანსი კონსერვატორების სასარგებლოდაა, რაც ტრამპის კანდიდატის დამტკიცების შემთხვევაში კიდევ უფრო გაძლიერდება.