მსჯელობა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მსჯელობენ.

დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებულ ვერსიას ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე აცნობს.

მმართველი გუნდი აღნიშნავს, რომ ქვეყანას რეალური ეკონომიკური ზრდა აქვს და არცერთი ეკონომიკური პარამეტრი გაუარესებული არ არის.

საპირისპირო ვითარებაზე საუბრობს საპარლამენტო ოპოზიცია. მათი განცხადებით, ბიუჯეტის პროექტით არაფერი იცვლება და მხოლოდ რიცხვების ფურცლიდან ფურცელზე გადაწერა ხდება.

მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაახლოებით 13 მლრდ ლარია, ეკონომიკური ზრდა 4,5 პროცენტია, ინფლაცია კი 3 პროცენტი.