მსჯავრდებული მამალაძის შეწყალების თხოვნა

პეტრე ცაავა იყო ის მღვდელთმთავარი, რომელიც დაკავების დღიდან გიორგი მამალაძეს აქტიურად იცავდა და მას უდანაშაულოდ აცხადებდა.

სინოდის სხდომის დღის წესრიგში ეს თემაც იყო. სასულიერო პირების გადაწყვეტილებით, მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებული დეკანოზის შესაწყალებლად საპატრიარქო პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავს. „ჩვენმა სიყვარულმა უნდა დაფაროს უარყოფითი მხარე, რაც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოიჩინა“, – ეს არის ნაწყვეტი პატრიარქის დღევანდელი მიმართვიდან, რომელიც წმინდა სინოდის სხდომის ოქმში წერია. შეწყალებაზე შუამდგომლობა ოჯახმა საპატრიარქოს თვეების წინაც სთხოვა. თუმცა მაშინ შუამდგომლობის პირობად მსჯავრდებულის მხრიდან შენდობის თხოვნა და დანაშაულის აღიარება დასახელდა.

პატრიარქის მდივან-რეფერანტის ანგარებით მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დეკანოზი ამ დრომდე თავს უდანაშაულოდ აცხადებს. რეზონანსული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გაგზავნილი.

 

დატოვე კომენტარი