მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება

12:28, 22.09.2026

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება სახელწოდებით „ახალგაზრდები მშვიდობისთვის“ გაიმართა. ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს და დამსწრე საზოგადოებას მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას დისტანციურად მიმართა გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ მშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერის საკითხებში, ელიზაბეტ სპეჰარმა. ღონისძიების ფარგლებში, თეა ახვლედიანმა სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაწესებული ყოველწლიური კონკურსის „მშვიდობის ჯილდოს ახალგაზრდებისთვის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. ნომინაციაში „საუკეთესო სამშვიდობო იდეა“ – ორი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებსაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაარსებული პრემია 3000 ლარის ოდენობით გადაეცა.

მსგავსი