მშრომელთა უფლებების დაცვის დღე

მსოფლიო მასობრივმა სოციალურმა პროტესტმა მოიცვა.

მშრომელთა საერთაშორისო დღეს, ათეულობით ქვეყანა ხალხმრავალი საპროტესტო აქციებით ხვდება. დაკავებულია ასეულობით ადამიანი, არიან დაშავებულებიც. გაუმჯობესდეს შრომითი პირობები და უკეთ იყოს დაცული დასაქმებულთა უფლებები, – ამ მოთხოვნით პროფკავშირების და პოლიტიკური პარტიების მიერ მოწყობილი მანიფესტაციები ზოგიერთ შემთხვევაში არეულობით და პოლიციასთან შეტაკებით დასრულდა.

განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა საფრანგეთში, სადაც პირველი მაისის საპროტესტო გამოსვლას „ყვითელჟილეტიანთა“ მოძრაობაც შეუერთდა. პარიზში დღის განმავლობაში რამდენიმე შეტაკება მოხდა.