მშობლების მიგრაციის გავლენა ბავშვებზე

მშობლების მიგრაციის გავლენა ბავშვებზე – ეს საკითხი იყო დღეს საერთაშორისო ასოციაცია „კივიტას გეორგიკას“ განხილვის თემა. როგორც დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, პროექტის მიზანია, ადგილობრივი პოლიტიკის შემუშავება ბავშვებისთვის მშობელთა მიგრაციის გავლენის შესამსუბუქებლად. სამიზნე მუნიციპალიტეტები ქობულეთი და ტყიბულია. პროექტი უკვე ორი წელია მოქმედებს.