მშობელთა პროტესტი
ნაძალადევში, მე-11 სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს. მათ სკოლის აშენება მოითხოვეს, რომელიც წლებია უკვე დანგრეულია. პროტესტის მონაწილეების თქმით, სხვა რაიონში უწევთ ბავშვებს სიარული, რაც სხვადასხვა პრობლემებთანაა დაკავშირებული. ადგილზე იმყოფებოდა კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც მშენებლობა უნდა აწარმოოს. მისი თქმით, პროექტი უკვე მზად არის და სამუშაოები ნოემბერში დაიწყება.