მშენებლობებზე გამკაცრებული კონტროლი

ახალმა რეგულაციებმა სამშენებლო ობიექტებზე არსებული მძიმე დარღვევები გამოავლინა.

23 ივლისიდან დაწყებული მონიტორინგის შედეგები მძიმეა: ბოლო ერთ კვირაში 20-ზე მეტ სამშენებლო ობიექტზე, სამუშაოები შეჩერდა. მშენებლობის გაგრძელების უფლებას, მითითებული კომპანიები მხოლოდ ხარვეზების გამოსწორების შემთხვევაში მოიპოვებენ. სამი უწყების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ დედაქალაქში ჩატარებულმა შემოწმებამ აჩვენა, რომ უსაფრთხოების კუთხით დარღვევები თითქმის ყველა სამშენებლო კომპანიას ჰქონდა. მათ შორის საუბარია ისეთ ელემენტარულ ნორმებზე, როგორიცაა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არქონა.