მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდი მართვით სუნთქვაზე იმყოფება

12:02, 11.03.2018

ამ დრომდე მძიმეა 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება. არასრულწლოვანი გუშინ ბათუმის ცენტრალურ ბულვარში, მშენებარე კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდა.

დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმის განმარტებით, მოზარდს თავის ღია ტრავმა აქვს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც  გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი შენობაში თანატოლებთან ერთად თამაშობდა.

მსგავსი