მსახიობი ვანო გოგიტიძე გარდაიცვალა

67 წლის ასაკში, საქართველოს დამსახურებული არტისტი, რუსთაველის თეატრის მსახიობი ვანო გოგიტიძე გარდაიცვალა. ორმოცდაათი წელის განმავლობაში, ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის დასში იყო. ამ თეატრის სცენაზე მან არაერთი სახასიათო და დასამახსოვრებელი როლი ითამაშა.

განსაკუთრებით მაყურებელს მის მიერ განსახიერებული სახეები რობერტ სტურუას გახმაურებულ სპექტაკლში – „კავკასიური ცარცის წრე“ ახსოვს. გადაღებულია რამდენიმე ფილმშიც. მისი ბოლო ნამუშევარი კინოსახე ელდარ შენგელაიას ფილმში „სავარძელი“ შედგა.