მსახიობი ლაშა ჩხვიმიანი პროტესტის ნიშნად შიმშილობს

მსახიობი ლაშა ჩხვიმიანი კი უკვე მეოთხე დღეა შიმშილობს. ის ღამეს დმანისის მერიასთან ავტომობილში ათენებს. მსახიობი სოლიდარობას უცხადებს მზია ამაღლობელს, ითხოვს ხელახალ არჩევნებს და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას. მისივე განცხადებით, ის თავს კარგად გრძნობს. მსახიობი ამბობს იმასაც, რომ გუშინ დმანისელმა ექიმებმა მოინახულეს და გასინჯეს. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.