მსახიობი ალეკო თეთრაშვილი გარდაიცვალა

15:30, 29.01.2025

გარდაიცვალა მსახიობი ალეკო თეთრაშვილი. ის იყო ერთ-ერთი ავტორი ქართული იუმორისტული სატელევიზიო გადაცემის, „პა-სეანსის“, რომელიც „მეორე არხზე“ გადიოდა. ასევე იყო სხვადასხვა იუმორისტული პროექტისა და გადაცემების მონაწილე.

საქართველოს პირველი არხი მწუხარებას გამოთქვამს ალეკო თეთრაშვილის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს.

მსგავსი